თურქულმა ავიაკომპანია ს B737-800-მა, რომელიც სტამბოლი-ჰათაის რეისს ასრულებდა “მძიმე” დაშვება განახორციელა. რის შემდეგაც საჰაერო ხომალდიდან მგზავრების ევაკუაცია საგანგებო სრიალების საშუალებით მოხდა.
როგორც Turkish Airlines-ის წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტა, ჰათაიში დაშვებისას თვითმფრინავის საბურავი გაუსკდა.

„დაშვების შემდეგ სიტუაციას სწრაფად უპასუხეს, ჩვენი მგზავრები და ეკიპაჟები უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული თვითმფრინავიდან. მათ ჯანმრთელობაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, აცხადებენ კომპანიაში.
თვითმფრინავში 104+1 მგზავრი და 2 კაბინისა და 4 სალონის პერსონალი იმყოფებოდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ THY-მა გააუქმა ფრენები ჰათაის აეროპორტის მიმართულებით რეისები, რომლებიც დღეს უნდა შესრულებულიყო.