თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines საქართველოდან მოგზაურობის მსურველებს სპეციალურ ფასებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ფრენის დაგეგმვა ახლავეა შესაძლებელი, ხოლო ბილეთის საწყისი ფასი მხოლოდ 229 ევროა.
კამპანიის მიზანია მოგზაურებმა Turkish Airlines-ის პრივილეგიებით ისარგებლონ და მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მიმართულებები მოინახულონ.
შეთავაზების და მოგზაურობის პერიოდები:
ბილეთების შეძენის პერიოდი: 2025 წლის 24 ნოემბერი – 4 დეკემბერი.
მოგზაურობის პერიოდი: 2025 წლის 24 ნოემბერი – 2026 წლის 5 ივნისი.
გამონაკლისი აზერბაიჯანისთვის: აზერბაიჯანის მიმართულებით მოგზაურობის პერიოდი ვრცელდება 2025 წლის 24 ნოემბრიდან 2026 წლის 30 აპრილამდე.
დამატებითი დეტალების, გამონაკლისი თარიღებისა და აქციის სრული პირობების გასაცნობად, დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს.












