მრავალი ჯილდოს მფლობელი ავიაკომპანია “Turkish Airlines” აცხადებს სპეციალურ აქციას, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, ჩინეთი ბიზნეს-კლასის განსაკუთრებული კომფორტით მოინახულონ.
აქციის ფარგლებში, ორმხრივი ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპეციალურ ფასად:
ბიზნეს-კლასის ბილეთი 2029 ევროდან (ექვივალენტი ლარში) – აქცია მოქმედებს შანხაის, ბეიჯინგის, გუანჯოუს მიმართულებებზე.
ეკონომ-კლასის ბილეთი 529 ევროდან- აქცია მოქმედებს მხოლოდ გუანჯოუს (Guangzhou – CAN) მიმართულებით.
ბილეთების შეძენა უნდა მოხდეს 7 სექტემბრამდე, ხოლო ფრენები განხორციელდება 1 ნოემბრიდან.
Turkish Airlines-ის ბიზნეს-კლასი ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის სერვისით, კომფორტული სავარძლებით და ექსკლუზიური კერძებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ეს შეთავაზება შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე მოგზაურობის მოყვარულებისთვის, რათა კომფორტულად იმოგზაურონ და აღმოაჩინონ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ქალაქი.












