რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის და რთული ხილვადობის გამო Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვერ ეშვება.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ბათუმში საჰაერო ხომალდი აეროპორტი ნისლის გამო ვერ ეშვება.

ამიტომ საჰაერო ხომალდი რამდენიმე წუთში ტრაბზონის  საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

ბათუმში ნისლის გამო გაუქმდა ნატახტარი-ბათუმის რეისიც.