ავიაკომპანია Turkish Airlines-ის კაპიტანი-პილოტი, რომელიც სიეტლიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ბორტზე გარდაიცვალა. ამის გამო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება ნიუ-იორკში განახორციელა. ამის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის სპიკერმა იაჰია უსტუნმა გააკეთა.
„ილჩეხინ ფეჰლივანმა, ჩვენი Airbus 350-ის კაპიტანმა-პილოტმა (TC-LGR), რომელიც ახორციელებდა რეისს No. TK204 მარშრუტზე სიეტლი – სტამბოლი, ფრენის დროს დაკარგა გონება. პირველადმა სამედიცინო დახმარებამ შედეგი ვერ გამოიღო. ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ჩვენი კაპიტანი საჰაერო ხომალდის დაშვებამდე გარდაიცვალა“, – წერს უსტიუნი სოციალურ ქსელ X-ში.
ფეჰლივანი 59 წლის იყო.