Turkish Airlines-ის “ოცნების ლაინერის” Boeing 787-9-ის ილუმინატორმა, რომელიც კომპანიამ ახლახანს მიიღო, დნობა დაიწყო.
airporthaber.com-ის ინფორმაციით, შემთხვევა სარეკლამო რგოლის გადაღებისას მოხდა, როდესაც მას პროჟექტორები მიანათეს, რომელსაც გადაღებისთვის იყენებდნენ.ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ შედეგად დაზიანდა, ილუმინატორის როგორც შიდა ასევე გარე ნაწილი.
როგორც ცნობილია Turkish Airlines-ს ახალი Boeing 787-9-ის მეშვეობით პირველი კომერციული რეისი 8 ივლისს უნდა განეხორციელებინა, ხოლო პირველი საერთაშორისო რეისი 17 ივლისს.Turkish Airlines-მა პირველი Boeing 787-9 რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომლიც “ოცნების ლაინერის” გრძელი ვერსიაა. ახალი ლაინერი ორ კლასს აერთიანებს. ბიზნესკლასი გათვლილია 30 სავარძელზე, ხოლო ეკონომკლასი – 270 სავარძელზე.
ბიზნესკლასში განთავსებული სავარძლები მეტად მოხერხებულია და მისი საწოლად გარდაქმნაა შესაძლებელი. სალონში განთავსებულია ასევე 18 ინჩიანი მონიტორები, რომლებიც განლაგებულია სქემით – 1+2+1.ამ წყობის წყალობით კი სალონში გადაადგილება მარტივია, შედარებით Turkish Airlines-ის სხვა ხომალდებში: Boeing 777-ის შემთხვევაში 2+3+2 სქემისა და Airbus A330-ის შემთხვევაში კი 2+2+2 სქემისა.
ეკონომკლასში განთავსებული სავარძლები წარმოებულია თურქეთში. სალონში სავარძლები განლაგებულია სქემით 3+3+3.
უკვე ცნობილია, რომ პირველ ექვს Boeing 787-9-ში, რომელსაც Turkish Airlines-იმიიღებს დამონტაჟებულია იქნება 12 ინჩიანი ეკრანები, ხოლო შემდეგ ეკრანის ზომა 13 ინჩამდე გაიზრდება.
პირველ კომერციულ რეისს Turkish Airlines-ი Boeing 787-9-ის მეშვეობით 7 ივლისს სტამბოლიდან ანტალიის მიმართულებით განახორციელებს. ხოლო პირველ საერთაშორისო რეისზე 17 ივლისს განახორციელებს ოპერირებს და რეისს სტამბოლიდან ბალის კუნძულების მიმართულებით განახორციელებს.
სამომავლოდ კი Turkish Airlines-ი გეგმავს, რომ Boeing 787-9-ის მეშვეობით მოემსახუროს რეისებს სტამბოლიდან ლონდონის, დუბაის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, ანტალიის, მეხიკოს, ამსტერდამის, დელის, პანამას და ბოგოტასმიმართულებებზე.
აგვისტოს ბოლომდე თურქული ავიაგადამზავის პარკში უკვე 6 ერთეული Boeing 787-9 იქნება. გარდა ამისა Turkish Airlines-მა Boeing-ს მსგავსი ტიპის 25 ერთეული თვითმფრინავებზე მიღებაზე მყარი შეკვეთა გაუკეთა, რომელსაც კომპანია ავიაპარკში 2019 წლიდან 2025 წლამდე დაამატებს.