ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 2025 წლის ნოემბრის თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში ავიაკომპანიამ 7.4 მილიონ მგზავრსმოემსახურა.

საერთაშორისო რეისებზე დატვირთვამ 84.3% შეადგინა, ხოლო შიდა ფრენებზე — 86.8%.

საერთაშორისო ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა 18.9%-ით გაიზარდა და 2.9 მილიონს მიაღწია (გასული წლის 2.4 მილიონთან შედარებით).

გადაზიდული ტვირთისა და ფოსტის მოცულობა 14.8%-ით გაიზარდა და 190.7 ათასი ტონა შეადგინა.

2025 წლის  11 თვის განმავლობაში, Turkish Airlines-ით მგზავრობა ჯამში 85.3 მილიონმა ადამიანმა აირჩია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა.

საერთო დატვირთვის კოეფიციენტმა 83.2% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა 12.8%-ით გაიზარდა (32.5 მლნ მგზავრი).

ტვირთბრუნვამ იანვარ-ნოემბერში 2 მილიონ ტონას მიაღწია (+7.6%).

2025 წლის ნოემბრის ბოლოსთვის ავიაკომპანიის ფლოტი 513 საჰაერო ხომალდს ითვლის. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც Turkish Airlines-ის ძირითად ბრენდს, ისე შვილობილი კომპანია AJet-ის მაჩვენებლებს.