თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines (THY) სტამბოლში დამაკავშირებელი რეისის მოლოდინში მყოფ მგზავრებს უნიკალურ შესაძლებლობას – ქალაქის უფასო ტურებს სთავაზობს. Touristanbul სერვისი ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც მომდევნო ფრენამდე 6-დან 24 საათიანი შუალედი აქვს.
მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ტრანსპორტით და დაათვალიერონ ქალაქის ცნობილი ატრაქციონები, როგორიცაა ტოპკაპის სასახლე, აია-სოფია და დოლმაბაჰჩეს სასახლე და სხვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისი ავიაკომპანიამ პანდემიის პერიოდში შეაჩერა, თუმცა 2022 წლიდან ისევ აღადგინა.
ექსკურსიის დროიდან გამომდინარე, მგზავრებს შეუძლიათ მიიღონ საუზმე, ლანჩი ან ვახშამი. 2024 წელს Touristanbul-ის სერვისის მოსარგებლეთა უმრავლესობა იყვნენ ტურისტები აშშ-დან, ჩინეთიდან და მექსიკიდან. THY მენეჯერმა აბდულა იორმაზმა აღნიშნა, რომ პროგრამა ეხმარება კომპანიას ახალი მომხმარებლების მოზიდვაში და თურქული სტუმართმოყვარეობის უნიკალური გამოცდილების პოპულარიზაციაში.
დეტალები იხილეთ აქ: