Turkish Airlines-მა (THY) 7 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მესიჯი გამოაქვეყნა.
ავიაკომპანია სიამაყით აღნიშნავს, რომ 1933 წელს ხუთი თვითმფრინავით დაწყებული სამოქალაქო ავიაციის მოგზაურობა დღეს მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში მფრინავი ავიახაზის სტატუსით გრძელდება.
THY-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის ბედნიერებაა, როდესაც თურქული სტუმართმოყვარეობით მგზავრებს მათ ოცნებებთან აკავშირებენ.
Turkish Airlines თავის გზავნილში მთელ საავიაციო საზოგადოებას ულოცავს 7 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო დღეს.












