თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ბორტზე ბავშვი დაიბადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ნიგერიის მოქალაქეს, რომელიც სტამბოლი-მანჩესტერის რეისით მგზავრობდა, ფრენის დროს, თვითმფრინავში გოგონა შეეძინა.
მთავარმა ბორტგამცილებელმა ხაკან დოგანმა განაცხადა, რომ როდესაც მგზავრს ტკივილები დაეყო, საჭირო იყო სწრაფი მოქმედება.
ბორტის ეკიპაჟმა გადაწყვიტა თავად დახმარებოდნენ ქალბატონს და გამოეყენებინათ ის ცოდნა, რაც გადამზადებისას მიიღეს. საბედნიეროდ თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის აღმოჩნდა ექიმიც.
საბოლოოდ, Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ვენაში ავარიულად დაეშვა, სადაც დედა და ჩვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდნენ.