თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდას განიხილავს. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის განმარტებით, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების სიხშირეების ზრდას აეროპორტ „სტამბოლიდან“ განიხილავს.
2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Turkish Airlines-ი აეროპორტ „სტამბოლსა“ და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის კვირაში 10 სიხშირით ოპერირებდა.
ცნობილია, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას Turkish Airlines-ის წარმომადგენელი ბათუმში ფათიჰ გულერი ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლების გაზრდის მნიშვნელობა განიხილეს.