თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თავის უცხოელ პილოტებს უხელფასო შვებულებაში გაუშვებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც კომპანიის მენეჯმენტმა რამდენიმე თანამშრომელს გაუგზავნა. რამდენ პილოტს შეეხება იძულებითი შვებულება უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება და სავარაუდოდ ნახევარ წელს გასტანს.
COVID-19-ის პანდემიამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა Turkish Airlines-ი, ისევე როგორც სხვა მრავალი ავიაკომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც ცნობილია ავიაგადამზიდავმა 2020 წლის მეორე კვარტალი 280 მლნ დოლარიანი ზარალით დახურა, ხოლო მგზავრთნაკადი საანგარიშო პერიოდში წინა წელთან შედარებით 2/3-ით შეუმცირდა.
ამის მიუხედავად, ავიაკომპანიამ მთავრობას დახმარების მოთხოვნით არ მიმართა და არც თანამშრომელთა შემცირებაზე გაუკეთებია განცხადება. სამაგიეროდ თანამშრომლებს შეუმცირდათ ხელფასები, განსაკუთრებით პილოტებს.