თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ოფიციალურად შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ავიაკომპანია, რომელიც რეისებს ყველაზე მეტ ქვეყანაში ასრულებს, რითაც ავიაგადამზიდავმა გლობალურ ბაზარზე საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცდა
პრესტიჟული რეკორდი დადასტურდა ჩილეში, სანტიაგოში, არტურო მერინო ბენიტესის საერთაშორისო აეროპორტში თურქული დროშის მქონე ავიაკომპანიის პირველი ფრენის შემდეგ. ახალი მარშრუტით ავიაკომპანია აფართოებს საკუთარ ქსელს 131 ქვეყანაში.
„ჩვენთვის დიდი პატივია ამ აღიარების მოპოვება აქ, სანტიაგოში. ეს არის ჩვენი მისიის დადასტურება, დავაკავშიროთ ხალხი, კულტურები და მიმართულებები მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ.
Turkish Airlines-ი, რომელიც დაარსდა 1933 წელს და ამჟამად მისი ავიაპარკი შედგება 491 თვითმფრინავისგან, რომლებიც ფრენებს 352 მიმართულებით ასრულებენ. როგორც Star Alliance-ისწევრი, გადამზიდავი აგრძელებს ქსელის გაფართოებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, დააკავშიროს მსოფლიო თურქეთის გავლით.
„გინესის რეკორდი აძლიერებს ჩვენს, როგორც ლიდერის პოზიციას ავიახაზების ინდუსტრიაში. ეს არის საამაყო მომენტი ჩვენი ავიაკომპანიისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანებისა და კულტურების დაკავშირებას მთელს მსოფლიოში“, – დასძინა ეკშიმ.