ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) 2022 წელს თურქეთის ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად აღიარეს. ამას მოწმობს თურქეთის 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის რეიტინგი, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკურმა სააგენტო Brand Finance-მა წარმოადგინა.

კომპანია 1,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines უკვე მეხუთე წელია თურქეთში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად არის აღიარებული. მანამდე აღნიშნული ტიტული კომპანიას 2018, 2019, 2020 და 2021 წლებშიც მიენიჭა.

Brand Finance-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიაკომპანიამ შეძლო თავისი პოზიციის შენარჩუნება COVID-19 პანდემიის მიუხედავად, რომელმაც შეძრა გლობალური საავიაციო ინდუსტრია.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ 2018 წლიდან ჩვენი ავიაკომპანია აღიარებულია თურქეთის ყველაზე ღირებულ ბრენდად. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში. ვაღიარებთ პასუხისმგებლობას ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გადამზიდავი და ავიაკომპანია, რომელიც დაფრინავს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, გავაგრძელებთ ჩვენი ბრენდის წარმართვას ახალ წარმატებებამდე“, – თქვა THY-ის საბჭოს თავმჯდომარემ აჰმეთ ბოლატმა.