2021 წლის თებერვალში თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თურქეთ-საქართველოს შორის სიხშირეების რაოდენობას ზრდის. თუ კი იანვარში Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, თებერვალში სიხშირეების რაოდენობა 4-მდე იზრდება.
ყველა რეისი იქნება ორმხრივი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის რეისებზე მოემსახურება. Turkish Airlines-ი რეისებს აეროპორტ “სტამბოლიდან” განახორციელებს.
სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე რეისები (რეისის ნომერი -TK386) ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას 20:45 საათზე შესრულდება.
ხოლო, თბილისი-სტამბოლის რეისები (რეისის ნომერი -TK387) ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 04:50 საათზე განხორციელდება.