თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირების სიხშირეს ზრდის.
როგორც AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე ემატება 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში ხუთჯერ.
აღნიშნული განრიგით ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 მარტი, 2022წ.) გეგმავს ოპერირებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Turkish Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 22 დეკემბერს მიენიჭა