Turkish Airlines-ი თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულების ბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. ბილეთების ფასი 109 ევროდან იწყება.
კომპანიის ცნობით, აქცია ვრცელდება 23-28 მარტის პერიოდში დაგეგმილ მგზავრობაზე. ბილეთების შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ 31 იანვრამდე. ფასდაკლება ვრცელდება ეკონომ კლასის ბილეთებზე, ორივე მიმართულებით.
როგორც კომპანიის განაცხადშია მითითებული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს, თუმცა შეთავაზების ფასი შესაძლოა შეიცვალოს კურსის ცვალებადობის შემთხვევაში. ბილეთის დაჯავშნის, გაუქმების ან დაბრუნების პირობები ეთანხმება მგზავრობის დადგენილ წესებს. კომპანია იტოვებს უფლებას პირობების შეცვლაზე.