თურქეთის წამყვანი ავიაკომპანია “Turkish Airlines”, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ოპერირებას, თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შეასრულებს.
კერძოდ, ავიაკომპანია 2019 წლის 10 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (მარტის ბოლო კვირა), სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს კვირაში 37 სიხშირით, ნაცვლად კვირაში 30 სიხშირისა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Turkish Airlines-ს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 31 დეკემბერს მიენიჭა.