თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისების რაოდენობას, კვირაში, 21-დან 25-მდე ზრდის.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2 იანვრიდან არსებულ რეისებს კვირაში კიდევ 4 სიხშირე დაემატება.
“ახალი რეისები შესრულდება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. სტამბოლიდან რეისი 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისიდან 16:15 საათზე“, – განმარტავენ Turkish Airlines-ში.
რეისების რაოდენობის ზრდის შემდეგ, ანუ 2 იანვრიდან ავიაკომპანია 18 რეისს შეასრულებს აეროპორტ “სტამბოლიდან”, ხოლო 7 რეისს კი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან.