თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა შიდა რეისებზე პირბადის სავალდებულო გამოყენების მოთხოვნა გააუქმა, აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშმა განაცხადა.
მანამდე კი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ კოჩამ თქვა, რომ თურქეთში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, გარდა საავადმყოფოებისა. ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალ ადგილებში ატარონ პირბადე.
Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე დაწერა, რომ შიდა ფრენებზე პირბადის მოთხოვნა მოიხსნა, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე დაცული იქნება იმ ქვეყნის წესები, სადაც რეისი სრულდება.