თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) Global Traveler-ის მკითხველებისგან 3 ჯილდო მიიღო. ესენია “საუკეთესო ბიზნესკლასი”, “საუკეთესო კორპორატიული ლოიალობის პროგრამა” და “საუკეთესო მომსახურება აეროპორტში”.
Turkish Airlines-ი ზედიზედ 5 წელია Global Traveler-ის ნომინაციაში “საუკეთესო ბიზნესკლასი” იმარჯვებს. ავიაკომპანიამ მოიპოვა ასევე Quint-ის სტატუსი.
იმავდროულად, Turkish Airlines-ის მიერ აეროპორტში გაწეული სერვისი უკვე მეექვსედ შეფასდა საუკეთესოდ და მეოთხედ დაჯილდოვდა ლოიალობის პროგრამისთვის.
შეგახსენებთ, რომ Global Traveler-სგან გამოკითხვა უკვე მე-18 ჩატარდა. მიმდინარე ეტაპზე გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 22000 მკითხველმა მიიღო, რომელთაც მსოფლიოს ავიაკომპანიები 80 სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასეს.