Turkish Airlines-მა, პარტნიორ კომპანია iREST-თან თანამშრომლობით, საქართველოში ვიეტნამის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაცია, რომელიც 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჯამური საბაზრო მოცულობის მქონე სააგენტოებს აერთიანებდა, „ფამ თრიფის“ (FAM trip) ფარგლებში ქვეყნის სილამაზეს ადგილზე გაეცნო.
ავიაკომპანიის განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პროგრამის ისე დაგეგმვა, რომ სტუმრებს როგორც ავიახაზების მაღალი დონის მომსახურება, ასევე საქართველოს ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები ენახათ.
ტურისტული მარშრუტი ბათუმიდან დაიწყო და თბილისში დასრულდა. დელეგაციის წევრებმა Turkish Airlines-ის გლობალური ქსელი გამოიყენეს, რაც, კომპანიის თქმით, ტურისტებს საშუალებას აძლევს, საქართველო შეუფერხებლად შეისწავლონ – ზღვისპირეთიდან დედაქალაქამდე.
ვიზიტის ფარგლებში, ვიეტნამელმა პროფესიონალებმა მოინახულეს როგორც თბილისის ცოცხალი ქუჩები, ისე კახეთისა და ყაზბეგის თვალწარმტაცი პეიზაჟები. მათ ასევე გაეცნენ საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციულ სამზარეულოსა და გულთბილ სტუმართმოყვარეობას.
Turkish Airlines-ში აცხადებს, რომ მსგავსი ინიციატივებით ამაყად უჭერს მხარს ტურიზმის განვითარებას და აგრძელებს საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც მოგზაურებს მათი გლობალური ქსელის მეშვეობით ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას უადვილებს.












