Turkish Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სატვირთო რეისების რაოდენობას ზრდის. საავიაციო სატვირთო კომპანია Lasare-ს ინფორმაციით Turkish Airlines-ის შვილობილი Turkish Cargo-მ დაამატა ახალი სატვირთო რეისი, რომელიც განხორციელდება ყოველ ორშაბათს. აღნიშნული განრიგით Turkish Cargo ოპერირებას ივლისის ბოლომდე მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ Turkish Cargo-მ საქართველოს მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს კვირაში 2 სიხშირით ახდენდა.