თურქული ავიაციის ფლაგმანი Turkish Airlines-ი სპეციალურ ფასდაკლების აქციას აცხადებს, რომელიც 100-ზე მეტი მიმართულებით ავიაბილეთებზე ფასდაკლებას ითვალისწინებს. როგორც Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, აქცია ეხება საერთაშორისო მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთების შეძენა 30 სექტემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო ფრენა 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2025 წლის 31 მარტამდე დაიგეგმოს.
აქციის ფარგებში ორმხრივი ავიაბილეთების საწყისი ფასები ასე გამოიყურება:
- ევროპა 199€
- ამერიკის შეერთებული შტატები 529€
- სამხრეთ ამერიკა 549€
- აზია 249€
- შორეული აღმოსავლეთი 599€
- აფრიკა 249€
„დაგეგმე შენი მომავალი თავგადასავალი! იფრინე თურქეთის ავიახაზებთან ერთად და აღმოაჩინე მსოფლიო წარმოუდგენლად დაბალ ფასად“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.