Turkish Airlines-ი, პირველი ავიაკომპანიაა, რომელსაც შინაური ცხოველებით მოგზაურთათვის სპეციალური პასპორტი “PAWSPORT” შემოაქვს. ინიციატივა მიზნად ისახავს განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველყოფას მგზავრებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ შინაურ ცხოველებთან ერთად.

PAWSPORT არის პასუხი შინაურ ცხოველებთან მოგზაურობის მზარდ მოთხოვნაზე, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.
Turkish Airlines-ის “PAWSPORT” შეზღუდული ტირაჟით გამოვა. იმისათვის, რომ გახდეთ ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიიღებს, მოგზაურებმა ავიაკომპანიას უნდა გაუგზავნონ  პირადი შეტყობინება თემაზე „ცხოველის პასპორტი“.