ავიაკომპანია Turkish Airlines-ი აეროპორტში შესაბამისი პროცედურების გასავლელად მგზავრებს 4 საათით ადრე მისვლას სთხოვს. COVID-19-ის პირობებში განსახორციელებელი სავალდებულო პროცედურებისთვის ავიაკომპანია იძულებულია საერთაშორისო რეისებზე აეროპორტში 4 საათით, ხოლო შიდა რეისებზე 3 საათით ადრე დაიბაროს.
ავიაკომპანიამ შეცვალა ასევე რეგისტრაციის დასრულების დროც და ის საერთაშორისო რეისის შემთხვევაში, ფრენამდე არა 60 წუთით ადრე, არამედ 75 წუთით ადრე დასრულდებოდა. ხოლო რაც შეეხება შიდა რეისებს, რეგისტრაცია ფრენამდე 45 წუთის ნაცვლად, 60 წუთით ადრე დაიხურება.
Turkish Airlines-ში დროის ცვლილებას ახალ რეგულაციებით ხსნიან, რაც პანდემიის პირობებში დაწესდა და ავიაკომპანიების დღისწესრიგი შეცვალა.