10 წლიანი პაუზის შემდეგ თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ლიბიაში ფრენებს აღადგენს. ამის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ბილალ ეკშის თქმით, რეისები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-მა ლიბიის მიმართულებით ფრენები 2014 წლის ბოლოს შეაჩერა. მიზეზი კი უსაფრთხოება და ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო.