თურქეთის ეროვნულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს “ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის” ტიტული უკვე მეცხრედ მიანიჭეს. ამის შესახებ თურქული ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაცია Skytrax-მა მიიღო, რომელიც სპეციალიზირებულია საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის შეფასებაზე.

სხვათა შორის თურქულმა ავიაკომპანიამ მიიღო ჯილდოები კატეგორიებში: „მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლასის კვების სერვისები“ და „საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში“.

Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ Skytrax-ის გადაწყვეტილებას თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის მთელი პერსონალის შრომისმოყვარეობის შედეგი უწოდა.