თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი – Turkish Airlines-ი (THY) ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Skytrax-ის მიხედვით ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარეს.
გარდა ამისა, თურქულმა ავიაკომპანიამ მიიღო ჯილდოები კატეგორიებში: “საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში”, “საუკეთესო სერვისი ეკონომიკის კლასში”, “საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში” და “საუკეთესო ადგილი ეკონომიურ კლასში”.
2022/2023 წლების გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
კითხვარები წარმოდგენილი იყო ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. მთლიანობაში დამუშავდა 20,230 მილიონი პასუხი.
გამოკითხვაში სულ 325 ავიაკომპანია მონაწილეობდა.
THY-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ბილალ ეკშის განმარტებით, THY-მა აღნიშნული ჯილდო უკვე მერვედ მიიღო.
“ეს ჯილდო აძლიერებს ჩვენს ლიდერის პოზიციას ინდუსტრიაში. მოხარული ვართ, რომ Skytrax-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დავსახელდით საუკეთესო ავიაკომპანიად სამხრეთ ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ მომსახურების გაუმჯობესებას ყველა სფეროში და მოვემსახურებით ჩვენს მგზავრებს გაუმჯობესებული სერვისებით“,- განაცხადა მან.