თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ევროპის მიმართულებებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. საქართველოში Turkish Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1 ნოემბრიდან 2025 წლის 25 მარტამდე პერიოდში დაიგეგმოს. ავიაბილეთების სააქციო ფასი დაახლოებით 210-250 ევროა (იცვლება ქალაქების მიხედვით)

ფასდაკლება კი შეეხება ევროპის ძირითად მიმართულებებს:

ბარსელონა,

მადრიდი,

პარიზი,

ამსტერდამი,

ჟენევა,

ბერლინი,

რომი,

მილანი,

ნეაპოლი,

ბოლონია,

ვენეცია,

ჰამბურგი,

ვენა,

კოპენჰაგენი

და სხვა…

ბილეთების შესაძენად მიმართეთ ტურისტულ სააგენტოებს ან Turkish Airlines-ის ოფიციალურ ვებგვერდს.