თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია Airbus-ს კიდევ ექვსი A350-900-ის შეძენას დათანხმდა. აღნიშნული თვითმფრინავის მიწოდება 2022 და 2023 წლებში მოხდება.

Turkish Airlines-ი ამჟამად ექვსი A350-900-ით ოპერირებს, თუმცა ახალი გარიგების მიხედვით Airbus-თვის შეკვეთილი ანალოგიური ტიპის საჰაერო ხომალდების რაოდენობა უკვე 26 ერთეულს აღწევს.

როგორ ასე სწრაფად? უახლოეს ხანებში ავიაკომპანია ახალი A350-ების მიღებას ელოდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ეს არის თვითმფრინავები, რომლებიც მომხმარებელმა შეუკვეთა და შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო მასზე უარი თქვა.

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Lufthansa და Turkish Airlines-ი Airbus-თან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს Aeroflot-ის მიერ შეკვეთილი A350-900-ების შეძენაზე, რომლებზეც კონტრაქტები სანქციების გამო გაუქმდა. Aeroflot-ს შეკვეთა გაკეთებული ჰქონდა 20 ერთეულ A350-900-ზე, რომელთაგან 7 უკვე მიიღო და დარჩენილი 13-დან 4 საჰაერო ხომალდი უკვე აშენებულია და ინახება საფრანგეთში, შატოროში.