ავიაკომპანია Turkish Airlines-მა და კომპანია SOCAR Türkiye-მ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

SOCAR Türkiye-ს ინფორმაციით, ეს შეთანხმება გააფართოებს არსებულ თანამშრომლობას Turkish Airlines-თან რეაქტიული საწვავის სფეროში და საფუძველს ჩაუყრის უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

დოკუმენტს ხელი SOCAR Türkiye-ს გენერალურმა დირექტორმა, ელჩინ იბადოვმა, და Turkish Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა, ბილალ ექსიმ, მოაწერეს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ აზერბაიჯანის მიერ გასულ წელს გამართულ COP29-ზე წარმოდგენილ მდგრადობის ხედვას თურქეთში კონკრეტულ პროექტებში ვახორციელებთ. STAR Refinery-ის მაღალი საწარმოო სიმძლავრის, მოწინავე ტექნოლოგიების, ციფრული ოპერაციებისა და R&D ძალისხმევის წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა SAF-ის წარმოებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში ავიაციის სექტორის ეკოლოგიური მიზნების მისაღწევად.