თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) ბორტგამცილებელთა რაოდენობას ზრდის.

ავიაკომპანიამ შესაბამისი განცხადება საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მსურველებს რომებლებიც არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და 1984 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 31 დეკემბრამდე არიან დაბადებულნი, შესაძლებლობა ექნებათ Turkish Airlines-ის ბორგამცილებლების ვაკანსიაზე დასაქმდნენ.

Turkish Airlines-ი წარმოადგენს ავიაკომპანიას, რომელიც დაფრინავს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში 328 ადგილზე 128 ქვეყანაში. შესაბამისად კომპანია შემდეგი ფრაზით შეიძლება დახასიათდეს – „ავიაკომპანია, რომელიც დაფრინავს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში“.

Turkish Airlines-ის მიერ მიღებული ჯილდოები ასევე კომპანიის მგზავრების კმაყოფილების მაჩვენებელია.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:  Kariyer.thy.com.