თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ბათუმის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით.

დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს.

შესაბამისადდ, Turkish Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 5 სიხშირით მოახდენს.