ავიაკომპანია Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოდან ორი ახალი მარშრუტით, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში თავის ყოფნას გააფართოებს.
4 დეკემბრიდან ავიაკომპანია სტამბოლი-მელბურნის არსებული მარშრუტის გარდა, ავსტრალიაში მეორე მარშრუტზე სტამბოლიდან სიდნეიში ფრენებს იწყებს, სადაც ოპერირებას 4 სიხშირით განახორციელებს.
Turkish Airlines-ი ავსტრალიის უდიდეს ქალაქში ფრენებს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში შუალედური დაშვებით, Airbus A350-900-ის მეშვეობით აპირებს.
ავიაკომპანიის გამგეობის თავმჯდომარის, აჰმედ ბოლათის თქმით, სამომავლოდ სტამბოლი-სიდნეის რეისი პირდაპირი გახდება შუალედური გაჩერებების გარეშე. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც Turkish Airlines მიიღებს ლაინერებს გაზრდილი ფრენის დიაპაზონით.
18 დეკემბრიდან თურქული ავიაკომპანია სტამბოლი-სანტიაგოს მარშრუტზე იწყებს რეისებს განხორციელებას. ჩილეს დედაქალაქი გახდება Turkish Airlines-ის 26-ე მიმართულება ამერიკაში.
სტამბოლი-სანტიაგოს მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანია ამ ფრენებს Airbus A350-900-ით შეასრულებს შუალედური გაჩერებით ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში.
ამ ტიპის ფრენა საშუალებას აძლევს Turkish Airlines-ს გაზარდოს თვითმფრინავების დატვირთვა ახალ მარშრუტებზე. ჩილეში ფრენების შემთხვევაში, თურქულ ავიაკომპანიას აქვს მეხუთე თავისუფლების საჰაერო სივრცე სან პაულოში. ის საშუალებას აძლევს გაყიდოს ბილეთები არა მხოლოდ სტამბოლიდან საბოლოო დანიშნულებამდე, არამედ შუალედური წერტილიდან საბოლოო დანიშნულებამდე.
ამის წყალობით მგზავრებს შეუძლიათ იყიდონ ავიაბილეთი არა მხოლოდ სტამბოლიდან სანტიაგოში, არამედ სან-პაულოსა და სანტიაგოს შორის.