თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ახალ მიმართულებას ამატებს. სევილიის მიმართულებით Turkish Airlines-ი ოპერირებას 17 სექტემბრიდან შეუდგება.

„17 სექტემბრიდან, ყოველდღიური რეისები იფრენს ანდალუზიის დედაქალაქის მიმართულებით, რომელიც, ამავდროულად, ფლამენკოს სამშობლოც არის“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.