თურქეთის ეროვნული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი (THY) 4 ახალ საერთაშორისო მიმართულებას ამატებს. ამის შესახებ THY-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ Twitter-ში დაწერა.
Turkish Airlines-ის ახალ მიმართულებებს შორის არის უზბეკური ბუხარა.
თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი ასევე იფრენს სიეტლის, ჯუბას (სამხრეთ სუდანი) და ტივატის (მონტენეგრო) მიმართულებით.
“ჩვენი ახალი მარშრუტები: სიეტლი/აშშ (27 მაისიდან), ჯუბა/სამხრეთ სუდანი (1 ივნისიდან), ბუხარა/უზბეკეთი (7 ივნისიდან), ტივატი/მონტენეგრო (11 ივნისიდან). თურქეთი ვითარდება, THY მაღლა დაფრინავს“, – წერს ბილალ ეკში თავის პოსტში.
ახალი ფრენების გახსნით THY მგზავრებს 128 ქვეყანაში 338 მიმართულებაზე გადაიყვანს.