თურქეთმა ხელი მოაწერა ყველაზე დიდ კონტრაქტს ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში. თურქეთის ეროვნული გადამზიდავი Turkish Airlines-ი შეისყიდის 220 ერთეულ Airbus-ს, რაშიც 30 მილიარდ დოლარს გადაიხდის.
ხელშეკრულება გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა.
19 ოქტომბერს სტამბოლში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შედეგად, განიხილეს რეგიონული სიტუაციისა და ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი კი იყო Turkish Airlines-სა და Airbus-ს შორის 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ძირითადი კონტრაქტის გაფორმება. ხელშეკრულება ითვალისწინებს ევროპული კომპანიისგან 220 თანამედროვე თვითმფრინავის შეძენას.