სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებთან, ტურისტულად საინტერესო ადგილებში ვიზიტორთა გადაადგილების გამარტივებისა და რეგულირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გიდებს, ტურ-ოპერატორებსა და ასოციაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვის აღებასთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
სასაზღვრო ზონასა და ზოლში გადაადგილებისთვის , როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და შეავსოს საშვის მაძიებლის განაცხადის ფორმა ბმულზე.