ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შემდეგი სხდომა 2020 წელს საქართველოში გაიმართება. ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
აღმასრულებელი საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. წელს შეხვედრები ბაქოსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.
საქართველო ასეთ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილია.
წყარო: 1TV