ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის:

✅ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის  ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
📍კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული  – 50% ფასდაკლება.
📍კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული  – 30% ფასდაკლება.

✅ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას  (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა  თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.

📣სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის:

✅ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის  უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე – მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო.

✅ სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე –  2 თვე:სექტემბერი – ოქტომბერი  უფასო შესვლა.

✅სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე – სეზონის გახსნიდან – იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა.