ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის:
✅ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
📍კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება.
📍კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება.
✅ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.
📣სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის:
✅ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე – მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო.
✅ სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე – 2 თვე:სექტემბერი – ოქტომბერი უფასო შესვლა.
✅სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე – სეზონის გახსნიდან – იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა.