საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარებისთვის ბიზნესმენი განო მელითაური ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მადლობას უხდის. მისი თქმით, ადმინისტრაცია თბილისში ჩარჩენილი უკრაინელებისთვის დროებითი დასაქმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ეხმარება.

“ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ,რომელიც გვეხმარება თბილისში ჩარჩენილი უკრაინელებისთვის დროებითი დასაქმების პროგრამის განხორციელებაში:

ვინაიდან ეს დღეები ქაოსია, ტელეგრამ ჯგუფებით, აქ გადაშეარებით ძალიან რთული აღმოჩნდა დასაქმების მსურველთა იდენტიფიცირება და ჩვენი ფორმის მათთვის გადაგზავნა, რომ მოპოვებული ვაკანისების, ასევე ჩვენი ფაბრიკის ვაკანსიების და მსურველების დაჯგუფება მოხერხდეს, ადმინისტრაციის მხარდაჭერით უმოკლეს დროში დაიწყება მათი მეილების მოგროვება( ჩექ-ინების დროს) რაც ჯგუფური კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს გუნდს.

უდიდესი მადლობა ყველა სიკეთისთვის, რასაც მართლა აკეთებთ ეს დღეები და თან ასე ხარისხიანად!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ ვუთხრა ჩვენს დიდი ხნის მეგობარ და ყოველთვის ქველმოქმედებაზე ორიენტირებულ კომპანია ნიკორა • Nikora -ს, რომლის მარკეტინგი და ეიჩარი აქტიურად პირველივე წუთებიდან არიან ჩართულნი როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ისე დასაქმების პროცესში”, წერს სოციალურ ქსელში განო მელითაური.