ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე Tripadvisor-ის კლიენტებთან ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებების ხელმძღვანელს ენტონი პაუელს შეხვდა. Tripadvisor-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვის საკითხები განიხილეს.
“ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება Tripadvisor-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში. დავგეგმეთ თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა“-განაცხადა Tripadvisor-ის წარმომადგენელმა ენტონი პაუელმა.
ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.