საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთიდან ცნობილ მოგზაურ ბლოგერსა და ჟურნალისტს რობეტ შულცს მასპინძლობს. პოლონელი ბლოგერი საქართველოს შესახებ ვიდეო ბლოგებს მოამზადებს, რომელსაც პოლონეთის პოპულარული ტელეკომპანიებისა და სოციალური ქსელის Youtube-ის საშუალებით გაავრცელებს.

პრეს-ტურის მიზანია პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია.

„ტურიზმის ეფექტური აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიულ ბაზრებზე დროული და სწორი კომუნიკაცია მოვახდინოთ. პოლონეთი ძალიან საინტერესო ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის და ბლოგერებისთვის პრეს-ტურების ორგანიზება და საქართველოს ტურისტული პოტენცილის პოზიციონირება ხელს შეუწყობს პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

ცნობილი პოლონელი მოგზაურო ბლოგერი და ჟურნალისტი რობერ შულცი საქართველოში ტურისტული ადგილების გადასაღებად ჩამოვიდა. რობერტ შულცის განცხადებით, 2020 წელს უკვე 4 კონტინენტზე იმოგზაურა, რათა გაცნობოდა პამდენიის პირობებში როგორ ხდება მოგზაურობა. პოლინელი ბლოგერი ამბობს, რომ საქართველოში კოვიდ უსაფრთხოების ნორმებს, მაღალ დონეზე იცავენ.

„საქართველო ძალიან მენატრებოდა და ბედნიერი ვარ თქვენს ქვეყანაში დაბრუნებით, უკვე მეხუთედ ჩამოვედი. მინდა მთელ მსოფლიოს და პოლონეთს ვაჩვენო საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და მრავალფეროვანება, რომელსაც ის მოგზაურებს სთავაზობს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ კოვიდ უსაფრთხოების კუთხით, სასტუმროში ნიღბის ტარებას ითხოვენ, საუზმის დროს რიგში დგომა არ გვიწევს და კერძს უსაფრთხოების მიზნით ცალ-ცალკე გვირიგებენ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ორი დოზით აცრილი ვარ და დაცული ვარ, მაგრამ რაც დავინახე საქართველოში შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს.“-ამბობს რობრტ შულცი.

პოლონელი ბლოგერის მიზანია საქართველოს ტურისტული მიმართულებით პოლონელი მოგზაურების დაინტერესება.

„საქართველო არის ქვეყანაა, რომელმაც ჩემს გულში დიდი ხსნის წინ იპოვა ადგილი. საქართველოში მოგზაურობას ყველას ვურჩევ. აქ პირველ რიგში იმ მიზნით ვარ, რომ აღმოვაჩინო ახალი ადამიანები, ახალი ადგილები, გავუზიარო მათ ემოციები და დავაინტერესო პოლონელები საქართველოში მოგზაურობით.“- აცხადებს რობეტ შულცი.

პრეს-ტურის ფარგლებში პოლონელი ბლოგერი რობეტ შულცი ძველ თბილისსა და ქუთაისს დაათვალიერებს, მონაწილეობას მიიღებს ზიპლაით დაშვებასა და რაფტინგში, დაათვალიერებს იმერეთში სვერის სათავგადასავლო ტურისტულ ბანაკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს, კინჩხას ჩანჩქერს, მოინახულებს ადგილობრივ მარნებს. 7 დღიანი ტურის განმავლობაში რობეტ შულცი სამეგრელოში მარტვილის კანიონს, ნოქალაქევს, ენგურჰესს, ხოლო სვანეთში სოფელ ბეჩოს, მესტიასა და უშგულს ეწვევა.

პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, გლობალურ პანდემიამდე, 2019 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ-15 ქვეყანას შორის პოლონეთი მე-11 ადგილს იკავებდა. პოლონეთიდან საქართველოში 88 300 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.