“ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს.
სასწავლო კურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.გორი, ქ.კასპი, ქ.თეთრიწყარო, ქ.თელავი, ქ.ქუთაისი, ქ.წყალტუბო, ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს, გიდებს.
ტრენინგი უსასყიდლოდ იმართება. დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით a.aroshidze@gnta.ge ტელ: 599460099
ტრენინგის თემატიკები :
• ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:
• ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება – საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;
• ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
• ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
• ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები – MICE ტურიზმი (საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები და გამოფენები);
• ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
• ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და სერვისები ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);
• საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;