ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაართიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. „ATM Dubai“-ს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 19 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. დუბაიში მიმდინარე გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. „ATM Dubai“-ს მსოფლიოს 112 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია ესწრება.
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარს წარმოადგენს. საემიროების მოგზაურები გამოირჩევიან მაღალი მხარჯველობითი უნარით, წლის განმავლობაში ხშირი მოგზაურობით და განმეორებითი ვიზიტების რაოდენობით.