Emotions are Georgia ასე ჰქვია ახალ კამპანიას რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.
2017 წელს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ აქტიური ზრდა განაგრძო , 2017 ში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,182,534 -ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 7 მილიონს.
2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 7,902,509- ს მიაღწია ( +17,6%)
საქართველო სტუმარ -მასპინძლობის უნიკალური ფენომენის მქონე ქვეყანაა, სწორედ ამ ფენომენის, უნიკალური ბუნების, კულინარიის, ქართული ღვინის, გართობის, 4 სეზონიანი კურორტების წყალობით ტურისტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან სამშობლოში.
თითოეული ეს შთაბეჭდილება გააზიარეს ტურისტებმა სოციალურ ქსელებში.
7 მილიონი ვიზიტორის მიერ სოციალურ ქსელებში გაბნეული ეს ემოციები ერთად შეგროვდა და პირველად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოს ციფრული გზამკვლევი შეიქმნა.
emotionsaregeorgia ასე ჰქვია ახალ კამპანიას რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.
კამპანია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ვებ გვერდი, ვიდეო რგოლი, წიგნი, გარე რეკლამა
ვებგვერდის აღწერა: ტურისტებს შესაძლებელობა ექნებათ, დააგენერირონ მათ ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზირებული, ქვეყნის გზამკვლევი. ასევე, მათი კონტრიბუციის პოსტის სახით ნახვის.
ვიდეო რგოლის აღწერა: ვიდეო რგოლი შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში შერჩეული პოსტების მეშვეობით ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიდეოს ახმოვანებენ თავად პოსტის ავტორები. მეორე ნაწილში, კი დამატებულია გრაფიკული ელემენტი, რომელიც აღწერს ამ პოსტების შეგროვების და ანალიზის მეთოდს და მოუწოდებს მაყურებელს თავისი გზამკვლევის დაგენერებისკენ.
წიგნი : შეიქმნა 3 წიგნი – ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა.
კამპანია სრულად აგებულია ტურისტების შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე საქართველოში მოგზაურობისას.
Emotions are Georgia-ს პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა
განთავსდა სპეციალური ინტერაქტიული სტენდი, სადაც გამოიფინა წიგნები და ინფორმაცია პროექტის შესახებ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარ ინტერესზე მორგებული პერსონალური ციფრული გზამკვლევ შეედგინათ და დაეთვალიერებინათ.