საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამართულ „როუდშოუებში“ მონაწილეობდა კერძო სექტორი. Time for Georgia-ს წარმომადგენლის დალი ჩოხელის განცხადებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ პირდაპირი კონტაქტები დაემყარებინათ უცხოელ პარტნიორებთან.
„ძალიან მივესალმებით მსგავს წამოწყებებს. ჩვენ სხვა როუდშოუებშიც მივიღეთ მონაწილეობა, როგორც სკანდინავიაში ასევე გერმანიასა და პოლონეთში. ვფიქრობ ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოუები“ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს და გვეხმარება უშუალო კომუნიკაციაში პოტენციურ პარტნიორებთან, ვცვლით ინფორმაციებს და ვეცნობით თუ რა სჭირდებათ, რომ უკეთ წარმოაჩინონ საქართველო თავიანთ პოტენციურ კლიენტებტან. აქედან გამომდინარე, ეს კამპამია ძალიან დაეხმარება საქართველოს, რომ მოიძიოს მაღალმხარჯველი ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია, თუმცა არ აქვთ საკმარი ცოდნა ჩვენს შესახებ და მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგვეხმარება ამის შეცვალში“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.
კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.