ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე ედვარდ მკრტიჩიანი. საოჯახო სასტუმროს მფლობელის განცხადებით, „მზისკარი“ ხელს შეუწყობს გასტროტურიზმის განვითარებას საქართველოს რეგიონებში.
ედის დაჩა საოჯახო სასტუმროა დაშბაშის კანიონთან ახლოს. შენობას ძველი ქართული ხის ორნამენტები აქვს.
„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის შემქმნელებს. ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი” ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, გაიმართა კონსულტაციები, ჩვენი სასტუმრო განთავსდა პორტალზე. გასტროტურიზმის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტრენინგები და ეს პროექტი ეტაპობრივად დაგვეხმარება განვითარებაში“,-აცხადებს ედვარდ მკრტიჩიანი.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.
„მზისკარი“ ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.